სისტემური განლაგების მეთოდი და ეს პროცესი გაძლევს საშუალებას დაინახო ის მექანიზმები, ის სისტემური გამოვლინებები, რაც ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ ამავდროულად არის ამოხსნა იმ ციკლებისა და პატერნების, რაც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ცხოვრებაში. თვითონ პროცესი, ერთი შეხედვით, უცნაურია, შეიძლება დაუჯერებელიც, თუმცა გამოცდილებასთან ერთად, ადამიანს ეძლევა სამყაროს სრულიად ახალი ხედვა, რაც არამარტო იმ კონკრეტული საკითხის მოგვარებაში ეხმარება, არამედ ზოგადად ახალ პარადიგმას აძლევს, თუ როგორ უყუროს სამყაროს, ცხოვრებას, სხვა ადამიანებს და რაც ყველაზე მთავარია - საკუთარ თავს
კლიენტი, ფასილიტატორის დახმარებით აყალიბებს თემას, რომლის მიხედვითაც წყდება თუ იმ მომენტში რა ელემენტები უნდა განლაგდეს ველში, ადამიანების ჯგუფისგან შემდგარ წრეში. ყველა ელემენტისთვის ირჩევა თავისი რეპრეზენტატორი. რეპრეზენტატორს, როლის მორგებისას, ველში შესვლისას სხეულებრივი შეგრძნებები საგრძნობლად ეცვლება და ხვდება, რომ განასახიერებს რაღაცას, რაც შეიძლება გონებით არ იცოდეს. პროცესში ვხედავთ დინამიკას ელემენტებს შორის და გარკვეული გადაადგილებებისას ანუ ცვლილებისას ვხედავთ, თუ როგორ იცვლება ეს ურთიერთდამოკიდებულება. შედეგად, რაღაც მომენტში, ჩნდება შანსი მიმდინარე საკითხის გარშემო დაისადგუროს გადაწყვეტამ და მშვიდობამ.
არის რამდენიმე დეტალი რაც დამატებით უნდა იცოდე ვორქშოპის შესახებ:
⚛️ გაითვალისწინე, რომ ვორქშოპის განმავლობაში შესაძლოა არ მოხდეს ყველა მონაწილის თემის განლაგება. თუმცა იცოდე, რომ სხვის განლაგებაში მონაწილეობა, ისევე როგორც მთლიანი პროცესის თანამონაწილეობა შემთხვევითი არაა, და სხვის განლაგებაში მონაწილეობის მიღებით საკუთარ თემაზეც მუშაობ.
⚛️ მნიშვნელოვანია ვორქშოპს სრულად დაესწრო.
⚛️ ყველა მონაწილე პასუხისმგებელია საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ეს პროცესი არაა შესაბამის სპეციალისტთან ვიზიტის ჩამნაცვლებელი. ასევე თუ თვლი რომ გჭირდება შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაცია ამ პროცესში მონაწილეობამდე, გთხოვ, იმოქმედე შენი შეხედულებისამებრ
ფასილიტორი - თინა კუხიანიძე
რეგისტრაციისთვის შეავსე ბმული:
https://forms.gle/jzoM6rjGWcrHTTgM6
*მნიშვნელოვანი ინფორმაცია - ბმულში მოთხოვნილ პირად ინფორმაციაზე წვდომა აქვს მხოლოდ და მხოლოდ ფასილიტატორს.
You may also like the following events from SHEN: